27 დეკემბერი 2024,   07:00
ვრცლად
თანამშრომლობა მტერთან სირცხვილია - აქცია საგარეო უწყებასთან

თანამშრომლობა მტერთან სირცხვილია - ამ გზავნილით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

საზოგადოების ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პასუხს სთხოვს კითხვებზე, თუ რატომ და რა მიზნით მოითხოვა ქართულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რატომ იყო ეს მოლაპარაკება გასაიდუმლოებული და რა თემები განიხილეს შეხვედრაზე.

"სირცხვილია მტერთან კოლაბორაცია, სირცხვილია როდესაც ის დახურულ შეხვედრებს და ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავარ და ნომერ პირველ საგარეო მტერთან და სირცხვილია, რომ ამ სიმართლეს მოსახლეობა რუსეთისგან იგებს. სირცხვილია ისიც, რომ ხელისუფლება წარმოაჩენს, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობა ლაგდება და თბება,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები