21 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა, მედია პლურალიზმი - ნატოს დელეგაცის მთავარი გზავნილები 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის წევრებს, ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია არასამთავრობო სექტორიდან მიეღოთ. ნატოს მაღალჩინოსნებთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას შესაძლოა ყვითელი ბარათი უჩვენონ. მისი ინფორმაციით, პარტნიორები მართლმსაჯულების რეფორმისას გამოკვეთილი ხარვეზებით ინტერესდებიან.  

დამოუკიდებელ სასამართლოსთან ერთად, ნატო აქცენტს გამჭვირვალე საარჩევნო სისტემის აუცილებლობაზეც აკეთებს. როგორც შეხვედრის მონაწილეები ცხადებენ, დაისვა კითხვა, გაიზიარა თუ არა ხელისუფლებამ წინა არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები. პარტნიორების მთავარი მოთხოვნაა, 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის თანასწორი გარემო არსებობდეს.  

ექსპერტებმა არჩევნებს მედია პლურალიზმის თემაც დაუკავშირეს. მკვლევარებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლისთვის ხელისუფლება პროკურატურას იყენებს.

დემოკრატიული ფასეულობების ერთგულება რომ ნატოში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა, ეს ალიანსის მაღალჩინოსნებმა ბათუმში ღიად, მედიასთან არაერთხელ გაიმეორეს. 

ნატოში გაწევრიანებამდე ალიანსი საქართველოს გაძლიერებას პოლიტიკური განცხადებების გარდა, პრაქტიკული ნაბიჯებითაც შეეცდება.

რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ სახელდება. ექსპერტებმა პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები