09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი "მისტრალების" გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ეძებს

ფრანსუა ოლანდის თქმით, ის ეძებს გამოსავალს კრიზისიდან, რომელიც რუსეთის მიერ შეძენილი "მისტრალების" გამო შეიქმნა. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „კანალ პლიუსის“ ეთერში გააკეთა.

ოფიციალურმა პარიზმა რუსეთისთვის ორი გემის გადაცემაზე უარი გასულ წელს მაშინ განაცხადა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვს სანქციები დაუწესა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მილიარდ ორას მილიონიანი კონტრაქტი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა პარასკევს ერევანში მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს.

დღის ამბები