09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ნორვეგიის მთავრობა მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს

ნორვეგიის მთავრობა მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს, თუ როგორ ჩავიდა რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილე დიმიტრი როგოზინი, რომლის წინააღმდეგაც ნორვეგიის კუთვნილ არქტიკულ არქიპელაგ შპიცბერგენში ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.

როგოზინს ყირიმის ანექსიაში მისი როლის გამო ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აუკრძალეს.

ნორვეგიის საგარემო საქმეთა სამინისტრომ უკვე განუმარტა ოსლოში რუსეთის საელჩოს, რომ ამგვარი ქმედება დაუშვებელია.

როგოზინი ნენეცკის ავტონომიური ოლქის გუბერნატორთან ერთად კუნძულზე პირდაპირი რეისით ჩავიდა, საიდანაც ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა.

ჟურნალ „ბერენტს ობსერვერის“ მიერ როგოზინის ვოიაჟის შესახებ სტატიის გამოქვეყნებამდე, ნორვეგიის ხელისუფლებამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.

დღის ამბები