15 ოქტომბერი 2024,   23:47
ვრცლად
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა - თუშეთის გზის პრობლემა წლებია მოუგვარებელია
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც წელს 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. თუშეთის გზის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
 
ყოველდღიური საფრთხის გარდა, თუშეთში გვიან იწყება და ადრე მთავრდება ტურისტული სეზონი, რაც მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ აისახება. უცნობია როდის დაიწყებს ხელისუფლება სამუშაოებს ჩატარებას.
 
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 72 კილომეტრიან მონაკვეთზე სპეცტექნიკა სისტემატიურად მუშაობს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, იხერგება გზა და რთული რელიეფის გამო პრობლემები იქმნება. წელს ტურისტების ნაკლებობასა და სეზონის დაწყების დაგვიანებას ადგილობრივები სწორედ ამ გზას უკავშირებენ. მათივე თქმით, უკვე მრავალი წელია თუშეთს ყურადღებას არავინ აქცევს, რის გამოც გზა ამ დრომდე საშიში და მოუწესრიგებელია.
 
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი და საშიში გზის პრობლემები კარგად იციან ტურისტებმაც. ნაშალი ფერდის, ლანდშაფტური პრობლემების გარდა საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები საგზაო ნიშნებისა და დამცავი ჯებირების ნაკლებობას უჩივიან. 
 
ადგილობრივი მოსახლების ნაწილი მთავრობას მხოლოდ გზის რეაბილიტაციას თხოვს, ნაწილს კი მიაჩია, რომ აუცილებელია პანკისის ხეობის გავლით თუშეთის გზის შეჩერებული პროექტი აღდგეს და სამუშაობი განახლდეს. თუშეთის თემის გაერთიანების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი გზა ტურისტისთვის უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება. ირაკლი ვეშაგურიძის თქმით, შემოვლითი გზა რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. 
 
როდის გეგმავს და რა თანხას გამოყოფს ინფრასტრუქტურის სამინისტრო თუშეთის სახემწიფოებრივი გზის რეაბილიტაციისთვის უცნობია. მაია ცქიტიშვილს პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია.

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრიან ყველაზე საშიშ მონაკვეთად 22-ე და 56 კილომეტრი ითვლება. ამ გზის დაზიანების გამო წელს ტურისტული სეზონი ივნისის ბოლოს დაიწყო. მანამდე კი ადგილობრივები თუშეთში, სამანქანა გზის ნაცვლად, მდინარის დახმარებით ხვდებოდნენ.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. 

ივლის ბოლოს ამ გზაზე სატვირთო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა. შემთხვევას 7 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3, ერთი ოჯახის წევრი იყო. თუშეთის სახიფათო გზამ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიელი ტურისტი იმსხვერპლაა, ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად ველო-ტურით მოგზაურობდა.
 
 
დღის ამბები