09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში ემიგრანტების დაღუპვასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს

ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში ემიგრანტების დაღუპვასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.

ბოლო ტრაგიკულ შემთხვევას სიცილიის ყურეში 900-ზე მეტი ემიგრანტი ემსხვერპლა. თავზსაჭერი გემი, რომლითაც არალეგალები ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ, შუა ზღვაში გადაბრუნდა და ჩაიძირა.

ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ 28 გადარჩა, დანარჩენი 900 კაცი კი სავარაუდოდ დაიხრჩო. იტალიის სანაპირო დაცვა შემთხვევის ადგილზე სამძებრო ოპერაციას ატარებს.

დღის ამბები