09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ევროსაბჭო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე იმსჯელებს

ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიის განხილვის მთავარი თემა რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე მსჯელობა იქნება. დღეს დეპუტატები ამ თემაზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში იმსჯელებენ. ამის შემდეგ კი - მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმატში მოხდება საგაზაფხულო სესიაზე ამ საკითხზე მსჯელობა.

ევროსაბჭოში იმყოფება ქართული დელეგაციაც. მათი თქმით, ვალდებულებები რუსეთის მხრიდან დღემდე შეუსრულებელია, შესაბამისად, ქართული მხარე არ მოელის, რომ სანქციები უფრო ლიბერალური გახდება.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზამთრის სესიაზე მეორედ დაუწესა სანქციები რუსეთს უკრაინის უკანონო ანექსიის, ოკუპაციის და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო.

უკრაინის შიდა პოლიტიკის და ეკონომიკური მდგომარეობის თემაზეც იმსჯელებენ ასევე სესიის ფარგლებში დეპუტატები.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნილს მუჟნიეკსის მოხსენება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეაფასებს. 

დღის ამბები