21 დეკემბერი 2024,   19:08
ვრცლად
ერთად უნდა გვეზრუნა, რომ ზონდერ მოსამართლეები დღეს კანდიდატები არ ყოფილიყვნენ - გედევან ფოფხაძე თადუმაძეს

"ვერ მოგცემთ ხმას და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთად უნდა გვეზრუნა იმისათვის, რომ ზონდერ მოსამართლეები დღეს კანდიდატები არ უნდა ყოფილიყვნენ" - მიმართა პარლამენტის წევრმა, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შალვა თადუმაძეს.

გენერალური პროკურორი პარლამენტში დიპლომებისა და გახმაურებული საკითხების შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.   

"წელიწადნახევრის წინ მე შალვა თადუმაძეს ისე მივცემდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე ხმას, რომ არანაირი დისკომფორტი არ მექნებოდა და პირიქით, ჩავთვლიდი, რომ ღირსეულ გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ ახლა ვერ მოგცემთ ხმას და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთად უნდა გვეზრუნა იმისათვის, რომ ზონდერ მოსამართლეები დღეს კანდიდატები არ უნდა ყოფილიყვნენ, ერთად უნდა გაგვეგრძელებინა  ბრძოლა იმისათვის, რისთვისაც ვიბრძოდით და ეს უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ამითი უფრო ვალმოხდილები ვიქნებოდით,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები