09 ნოემბერი 2024,   18:11
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის დეტალები გენერალურ პროკურორს არ ახსოვს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალები გენერალურ პროკურორს არ ახსოვს. საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ და გახმაურებულ მსხვერპლზე დასმულ ბევრ კითხვაზე შალვა თადუმაძეს ერთი პასუხი ჰქონდა.

შალვა თადუმაძემ ოთხოზორიას საქმისგან განსხვავებით,  კარგად იცის 20 ივნისის გამოძიების მიმდინარეობაც და ბრალდებულთა წრეც. გენერალური პროკურორი არც რიცხვებში დაიკარგა და კომიტეტის სხდომაზე შეეცადა აეხსნა, ვის და რატომ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.

მთავარი პროკურორი კომიტეტზე დეპუტატებთან შეხვედრის დროს ეცადა აეხსნა, რა იყო  არგუმენტი, რომლის გამოც ახალგაზრდა გოგონა  მაკო გომური დაზარალებულთა მოკლე სიაში ვერ მოხვდა.

უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველმა აღიარა შეცდომაც. შალვა თადუმაძე დეპუტატებს დღეს გამოუტყდა, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტარის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვდა იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა. ყველაფერი კი გენერალური პროკურორის თანაშემწეს დაბრალდა.



დღის ამბები