09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
დავით უსუფაშვილმა კიევში გვირგვინით შეამკო გარდაცვლილი გმირების მემორიალი

დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში გვირგვინით შეამკო გარდაცვლილი გმირების მემორიალი. 

პარლამენტის თავმჯდომარე დონეცკში ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის დაღუპვის ფაქტსაც გამოეხმაურა.

"მინდა იმედი მქონდეს, რომ აღარ გაგრძელდება მსხვერპლი და ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით მოგვარდება. თუმცა, ჯერჯერობით ამის ნათელი პერსპექტივა არ ჩანს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რადაში შეხვედრით გაგრძელდება, სადაც უსუფაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება. შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ის პრობლემები იქნება, რაც ამ ქვეყნებს აკავშირებს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები