27 დეკემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"აზერბაიჯანთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა“ - პრემიერმა ბაქოში ვიზიტი შეაჯამა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასაწყისში აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონალურ განზომილებას გასცდა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტისასეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროები განიხილეს.

"გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში და არ იყო შემთხვევითი, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში ყოფილიყო. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არამხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონალურსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური და შედეგიანი და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით დღეს, იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიის მიზნით. ასევე მოგეხსენებათ ყველას, რომ ჩვენს თანამშრომლობა აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ნდობით აღჭურვილი, ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან  და ენერგომატარებლების, ტრანსპორტის და სხვა განზომილებებში ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობას იჩენს. გარდა ამისა, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროები - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიცია და ასე შემდეგ. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისკენ,“ - განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

დღის ამბები