27 დეკემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ბოკერია საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე: ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება, ცინიზმია

საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას დავით გარეჯთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნული საკითხის "დიდ სამამულო საქმედ გასაღება" ცინიზმია.

ბოკერიას განცხადებით, ვითარება, რომელიც გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა საბჭოთა ოკუპაციის შედეგია და აღნიშნული არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის.

"ნორმალური ვითარებაა, რომ ის სტატუს-კვო, რომელიც იყო აქამდე უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება. გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები," - განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები