27 დეკემბერი 2024,   07:02
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სუსის ინფორმაციით, ნიკოლაიშვილმა 1997–1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია – ოფიცერთა ოპერატიული მომზადების კურსები გაიარა.

1994–1996 კი თბილისის ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.

2008-2010 წლებში ნიკოლეიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2016-2017 წელს კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ნიკოლეიშვილს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთაც.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დღის ამბები