სტეფანწმინდის რაიონში სოფელ ჯუთაში, ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ.
სამაშველო ოპერაციაში საჭირო გახდა ვერტმფრენის ჩართვა. ორივე დაშავებული გვიან ღამით ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ისინი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.