20 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
მცხეთაში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს

ამ წუთებში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში საზეიმო ლიტურგია იწყება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ შეკრებილებს პატრიარქი ქადაგებით მიმართავს.

"ქართული ოცნების" წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დღის ბოლოს კი საპატიო მცხეთელებს დააჯილდოებენ.

"დღეს თქვენ ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ, მოეწყობა მოქალაქეების სეირნობა, ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსული და გპირდებით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს იქნება. მოგიწოდებთ ესტუმროთ მცხეთას, ეზიარეთ სიწმინდეს და დაისვენეთ დღეს ჩვენთან ერთად," - აღნიშნა ხუნდაძემ.

დღესასწაულის გამო მცხეთაში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

დღის ამბები