მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე დანაშაულში მხილებულ პირებს იწყალებენ, მამა გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა იყოს. მეუფე გრიგოლმა დეკანოზი საპატიმროში მოინახულა.
სასულიერო პირი საკუთარ პოზიციას იმ არგუმენტით ამყარებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანები, რომელთა გათავისუფლების გამოც მთელი ქვეყანა "დუღს".
"სადაც ხდება შეწყალება იმ ადამიანებისა, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს და თუხთუხებს, მე მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება. პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.