18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე შესაძლოა საპატრიარქოში ახალი განხეთქილების მიზეზი გახდეს

დაკავებული დეკანოზის შეწყალების საკითხი შესაძლოა საპატრიარქოში ახალი განხეთქილების მიზეზი გახდეს. ირკვევა, რომ სასულიერო პირებს შორის, რამდენიმე დღის წინ გამართულ დახურულ შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა. მიზეზებს კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ ასაჯაროებს, თუმცა დაპირისპირების სავარაუდო მოტივზე დაკავებული მამალაძის ძმა საუბრობს.

დეტალები სინოდის სხდომის შემდეგ გაირკვევა, კრებაზე საკითხის დაყენებას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი აპირებს.

დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრესთან უთანხმოება დაადასტურა, თუმცა, დეტალებზე არ უსაბრია. ღიად დატოვა შეკითხვაც, რატომ დაუპირისპირდა ჭყონდიდის მიტროპოლიტს.

რა გახდა სასულიერო პირებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ამაზე სინოდის წევრებს პასუხი არ აქვთ. ნაწილი ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ კონკრეტული უთანხმოების შესახებ ინფორმირებული არ არის. 

დეკანოზსა და მეუფეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ საკითხად თორნიკე მამალაძე გიორგი მამალაძის საქმეს ასახელებს. პატიმარი დეკანოზის ძმა ამბობს, რომ ამ უთანხმოებას უფრო მეტი მიზეზი აქვს. თორნიკე მამალაძე სინოდის სხდომის ხელოვნურად გაჭიანურებაზეც საუბრობს.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თუმცა, არ სურს იმ სიაში აღმოჩდეს, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს - თორნიკე მამალაძემ ძმის თხოვნა "კურიერს" გაუზიარა. დეკანოზ მამალაძის შეწყალების მომხრეა მეუფე გრიგოლი. გიორგი მამალაძის ოჯახი და ახლობლები დეკანოზის პატიმრობას ხვალ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასათნ გააპროტესტებენ.

დღის ამბები