დარჩებიან თუ არა პატიმრობაში ბათუმის ყოფილი მერი და ორი მაღალჩინოსანი დღეს გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 12 საათამდე უნდა მიიღოს.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. პროკურტურა საეჭვოდ მიიჩნევს ბრალდებულების ბათუმის მერიასთან შეთანხმებასაც, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ.
გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი მაისის ბოლოს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. მათ ბიუჯეტიდან თანხის მითვისებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედევებიან. საუბარია 1 370 000 ლარზე.
პროკურატურამ ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი ბიუჯეტიდან თანხის მითვისების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 5 თვის წინ დააკავა. მათ შორის 4 მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.