09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს კალიფორნიაში. სამართალდამცველების ინფორმაციით, ექვსივე მათგანი შეერთებული შტატების მოქალაქე და ისლამის მიმდევარია.

წარმოშობით სომალელი 2 ახალგაზრდა პოლიციამ სან-დიეგოში დააპატიმრა, დანარჩენი 4 კი მინეაპოლისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სირიაში, სადაც ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას შეუერთდნენ.

სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

დღის ამბები