09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
პენტაგონმა იემენის სანაპიროებთან სამხედრო გემები გაგზავნა

პენტაგონმა იემენის სანაპიროებთან სამხედრო გემები გაგზავნა. არაბეთის ზღვასა და ადენის ყურეში ავიამზიდი და ფრეგატი გაიგზავნა, რომელიც ანტისაჰაერო სისტემითაა აღჭურვილი.

შეერთებული შტატების სამხედრო უწყებაში განმარტავენ, რომ სამხედრო გემები საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გაიგზავნა. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც იემენში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ქვეყანაში არ წყდება დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტ მებრძოლებს შორის. ბოლო 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები