ბრძოლა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით გრძელდება. ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილის 60%-ის დასაბრუნებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ.
საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაშია. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, მოპასუხე მხარედ წარმოადგენილია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.
ბრძოლის რა სტრატეგია აქვთ არჩეული - დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და კახა კოჟორიძე დეტალებზე საუბარს დღეს ბრიფინგზე გეგმავენ.