ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. "კურიერის" ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დამტვრეულია ოთხი მანქანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.