18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ოზურგეთში მანქანა დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მიმდებარე ტერიტორიაზე  მანქანა დაიწვა. შემთხვევის დროს მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სადენებზე ცეცხლის გაჩენა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები