სანზონაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ "კურიერთან" ადგილობრივები საუბრობენ.
მათი განცხადებით, ძლიერი აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება.
"ორნი ვიყვავით სახლში, მეხუთე სართულზე და როგორც ვიცი, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება და ჩვენი სართული პირდაპირ ჩაიტანა მეოთხე სართულზე და იქიდან მოვახერხეთ მერე გამოსვლა,"- განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მაშველებმა კორპუსის ევაკუაცია განახორციელეს.