09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაჭრილია

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაჭრილია და დაჯგუფებას ვეღარ უძღვება.

გავრცელებული ცნობით, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი 18 მარტს ერაყის ქალაქ ალ ბააჯთან კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიჭრა.

თავდაპირველად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც ისლამური სახელმწიფო ახალი ლიდერის არჩევასაც გეგმავდა. ბოლო პერიოდში კი ალ ბაღდადიმ გამოჯანმრთელება დაიწყო.

მისი დაჭრის ფაქტს დასავლელი დიპლომატებიც ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, კოალიციამ ისლამისტთა ავტოკოლონაზე წერტილოვანი ავიაიერიში განახორციელა. ალ ბაღდადი ერთ–ერთ მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია პილოტებს არ ჰქონდათ.

დღის ამბები