27 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ატოცში მიმდინარე მოვლენები - პარლამენტში დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან. დეპუტატები ქეთევან ციხელაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.

მინისტრი სხდომაზე სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესებზე გააკეთებს განმარტებებს.

გარდა ამისა, ციხელაშვილი დეპუტატებს კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს - საუბარია პროექტებზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და "გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებაზე". 

დღის ამბები