26 დეკემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის" - გიორგი გახარიამ "აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა

"აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში დღეს გაიხსნა. 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი საქართველოში სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საქართველო - კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის - ხელისუფლება პოტენციურ პარტნიორებს ამ მიმართულებით ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ესაუბრება.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ქვეყანამ აბრეშუმის გზის ინიციატივაში თავისი ისტორიული როლი უნდა შეასრულოს, უნდა გახდეს დერეფანი აღმოსავლეთის და დასავლეთის ბაზრებისთვის.

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან. პრემიერის თქმით, ჩვენი პარტნიორებისთვის ქვეყანა საინტერესო იქნება, რომ ერთობლივი მუშაობით აითვისონ ის ბაზრები, სადაც დამოუკიდებლად დმკვიდრება, შესაძლოა რთული ყოფილიყო. ითქვა ისიც, რომ მსგავსი შეთანხმებები მზადდება ისრაელთან და ინდოეთთანაც.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო აღიქმება, როგორც კავკასიის კარიბჭე შუა აზიის შემდგომ, ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად საქართველოში ასევე საინვესტიციო პრეფერენციებიც დახვდებათ, რომლებიც ორ და სამ მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

"საერთაშორისო გადაზიდვების  სტიმულირების  და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები