14 სექტემბერი 2026,   16:05
ვრცლად
რუსი ჰაკერის ექსტადიცია გადაწყვეტილია - ამ წუთებში ადვოკატები იაროსლავ სუმბაევთან საკანში შედიან

იაროსლავ სუმბაევის ექსტადიცია გადაწყვეტილია, ქართულმა მხარემ თანხმობა უკვე გასცა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდება, ეს ინფორმაცია რუსთავის ციხესთან მყოფ ადვოკატებს ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზის საბადრაგო სამსახურის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.

რუსი ჰაკერის უფლებადამცველებმა მანამდე "კურიერს" ის წერილიც აჩვენეს, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გამოუგზავნა.

გზავნილში ნათქვამია, რომ იაროსლავ სუმბაევის გადასაცემად მათი წარმომადგენლები 11 საათისთვის უკვე ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იქნებიან.

ამ წუთებში კი ადვოკატები ჯერ კიდევ ციხეში მყოფ იაროსლავ სუმბაევთან საკანში შედიან.

დღის ამბები