26 დეკემბერი 2024,   15:16
ვრცლად
კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ლორა კუპერის დაკითხვა ჩაშალა

რესპუბლიკელებმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის ლორა კუპერის დაკითხვა ჩაშალა. კუპერს ჩვენება დახურულ კარს მიღმა უნდა მიეცა, თუმცა რესპუბლიკელ კონგრესმენთა ჯგუფი დარბაზში შეიჭრა, რასაც ხმაური მოჰყვა.

შემთხვევის ადგილას პოლიცია გამოიძახეს. რესპუბლიკელების პროტესტი ჩვენების დახურულ კარს მიღმა გამართვას მოჰყვა. კონგრესმენები დაკითხვამდე წარმომადგენელთა პალატაში გამოძიების დასაწყებად კენჭისყრის გამართვას ითხოვდნენ.

შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატებმა ტრამპი-ზელენსკის სკანდალის საუბრების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს.

დღის ამბები