09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ბარაკ ობამა ირანის ხელისუფლებას კვლავ აფრთხილებს

ბარაკ ობამა ირანის ხელისუფლებას კვლავ აფრთხილებს.

MSNBC–სთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს თეირანის მიერ იემენელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებას.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გაგზავნეს სპარსეთის ყურეში სამხედრო გემები.

ბარაკ ობამამ შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც ირანისთვის "ეს 300" ტიპის რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, თეირანს საჰაერო თავდაცვის სისტემებიც რომ ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში ამერიკისთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები