26 დეკემბერი 2024,   23:36
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირებაა.

"ყველა ჩვენი კოლეგა დიდი მადლიერებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჩვენი გმირი სამხედროები იბრძვიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში და იცავენ მშვიდობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენი სამხედროების წვლილი და მათი როლი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები