09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ევროსაბჭოში უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ

უკრაინის საკითხზე ამ წუთებში დებატები იწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

დეპუტატებმა დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ უნდა იმსჯელონ, განიხილავენ რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც.

ევროსაბჭოს დეპუტატები კიდევ ერთხელ განიხილავენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და იმსჯელებენ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი რუსეთის ღია ანექსიის და ოკუპაციის წინააღმდეგ.

უკრაინელი დეპუტატები ამბობენ რომ დღევანდელი დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ევროპელებს მიაწოდონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უკრაინელ დეპუტატებთან ერთად დებატებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებიც.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, უკრაინას აქვს საქართველოს სრული მხარდაჭერა და ეს პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა რეზოლუციითაც.

„ბუნებრივია ევროპის საბჭოს სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენება უკრაინის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, და ჩვენი აქცენტიც სწორედ ამაზე გაკეთდება, რომ რაც შეიძლება თანმიმდევრული, პრინციპული და ქმედითი იყოს ევროპის საბჭო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დებატების შემდეგ ევროპის საბჭო დღეს უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე რეზოლუციის მიღებას არ გეგმავს, თუმცა გამორიცხული არ არის რომ დღევანდელი განხილვის შემდეგ დღის წესრიგში დადგეს, კიდევ ერთხელ, რუსეთი მიმართ სანქციების გამკაცრების საკითხი.

გამორიცხული არ არის, რომ ევროსაბჭოს დეპუტატებმა დღის წესრიგში დააყენონ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი, რომელსაც ევროსაბჭო მომდევნო, ზაფხულის სესიაზე იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები