ორგანიზაცია "გლობალური ინიციატივა" დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ნივთიერება-დამოკიდებულების, აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრევენციის კამპანიაზე მუშაობს. საკომუნიკაციო სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა, მისი ხარვეზები და გამოსწორების გზები.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებასა და აზარტული თამაშების თავიდან აცილებაში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობაზე.