09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ძლიერ შტორმს ავსტრალიაში მსხვერპლი და წყალდიდობა მოჰყვა

ძლიერ შტორმს ავსტრალიაში მსხვერპლი და წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ქალაქი სიდნეი და სამხრეთ უელსის შტატი დააზარალა. ამ დროისთვის ცნობილია 3 გარდაცვლილის შესახებ. მაშველებმა დატბორილ რაიონებში 100 ადამიანი გადაარჩინეს.

წყლის ძლიერმა ნაკადმა რამდენიმე სახლი და ქუჩებში გაჩერებული მანქანები წაიღო. 200 ათასამდე ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ავსტრალიელი სინოპტიკოსები მოსახლეობას ქარისა და წვიმის გაძლიერების შესახებ აფრთხილებენ.

მეტეოროლოგების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, ძლიერი წვიმების გამო სიდნეის საცხოვრებელი რაიონებიც დაიტბოროს.

დღის ამბები