27 დეკემბერი 2024,   05:35
ვრცლად
"შესაძლოა ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყოს" - ელისო კილაძე კიბერშეტევაზე საუბრობს

კიბერშეტევის მსხვერპლი, რომლის შედეგად პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდებზე ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულება წარწერით "მე დავბრუნდები" გამოჩნდა, გაზეთი "ქრონიკა პლუსიც" გახდა.

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორის განცხადებით, 6 წლის განმავლობაში დაგროვილი მასალა საიტიდან წაშლილია, არც-ერთი სტატია აღარ იძებნება. ელისო კილაძე ამბობს, საიტის გახსნისას მიხეილ სააკაშვილის ფოტოს გამოსახულება ჩნდება წარწერით "მე დავბრუნდები". კილაძეს თქმით, "ქრონიკა პლუსმა" დაზარალდა იმით, რომ საიტის 6 წლიანი ისტორია და ყველა სკანდალი, რაც გაზეთს არსებობის პერიოდში ჰქონდა საიტზე აღარ იძებნება.

გაზეთის რედაქტორის ვარაუდით, შესაძლოა ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორცილებული სპეცოპერაცია იყოს. სავარაუდო მიზეზად ელისო კილაძე  გაზეთის არსებობის პირველივე დღიდან მოყოლებულ პროდასავლურ და კრიტიკულ პოზიციას ასახელებს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების მისამართით.

დღის ამბები