ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.
ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისთვის ბორის ჯონსონს თემთა პალატის ორი მესამედის, 434 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა, 70 კი წინააღმდეგი იყო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი "ბრექსიტის" მიღწევის მიზნით, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ წარადგენს.