06 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
გარდაცვლილის შვილმა ზუგდიდში რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სცემა

ზუგდიდში, რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სცემეს. "კურიერის" ინფორმაციით, ექიმს  ფიზიკურად გარდაცვლილის შვილი გაუსწორდა.

ოჯახი 40 წლის კაცის  გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებს. დაშავებული ექიმი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჰოსპიტალში ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევაში არასრულწლოვანი ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები