ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოსწავლეების მდგომარეობა კრიტიკულია. მათ სამედიცინო კვლევები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდებათ. ექიმები კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ავარიის დროს დაშავებული მოზარდები ქობულეთის ჰოსპიტალში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა მოინახულეს.
"ჰოსპიტალში შემოყვანილია ოთხი მოზარდი, ორი გოგონას მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამ დრისთვის ისინი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში რჩებიან. მათ უტარდებათ დამატებითი კვლევები," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის განმარტებით კი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწავლო პროცესი დასრულებული იყო.
ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.