13 აგვისტო 2022,   16:48
ვრცლად
"ნახევარ საათში ავადმყოფი დახმარებას თბილისში იღებდა, ახლა ეს უბედურები მიჰყავთ ცხინვალში" - "ეხო კავკაზა"-ს ჟურნალისტი

რადიო "ეხო კავკაზა"-ს ჟურნალისტი მურატ გუკუმუხოვი მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების გამო შეიქმნა. როგორც გუკუმუზოვი  აცხადებს ადრე პაციენტები ახალგორიდან დახმარებას თბილისის საავადმყოფოებში ნახევარ საათში იღებდნენ, ახლა კი მათ თბილისში აღარ უშვებენ:

"ადრე ლენინგორელი ექიმები სასწრაფო დახმარებას იძახებდნენ საქართველოდან. ნახევარ საათში ავადმყოფი უკვე იღებდა დახმარებას თბილისის რომელიმე კლინიკაში, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციია და წნელისის კრიზისის გამო გამშვები პუნქტი "რაზდახანი" დაკეტილია, პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განსაკუთრებულ გადაწყვეტილებამდე. მისი ბრძანების გარეშე არავის შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. ამიტომაც ახლა ეს უბედურები მიჰყავთ ცხინვალში,"- განაცხადა მურატ გუკუმუხოვმა.

ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს. ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს გააჩნია,  ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.

დღის ამბები