27 დეკემბერი 2024,   02:49
ვრცლად
სინოდის წევრები წლის პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან - დღევანდელი სხდომა რამდენიმე გავლენიანი ეპისკოპოსის გარეშე ჩატარდება

მეუფე იაკობის ბრალდებები, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დიდი ალბათობით, დღეს სინოდმა უნდა იმსჯელოს.

ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო წლის პირველ სხდომას რამდენიმე გავლენიანი ეპისკოპოსის გარეშე მართავს. სინოდს ვერ დაესწრება მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.

გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც. "კურიერის" ინფორმაციით, აღნიშნული ეპარქიის მმართველად პატრიარქი სინოდის წევრებს ორ კანდიდატურას - მეუფე იოანე გამრეკელსა და მეუფე მელქისედეკს წარუდგენს.

 

დღის ამბები