ხმაურისა და აქციის ფონზე ჩაიარა იორდანიაში ქართულ-ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სემინარმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი მიეწვია - შეკრებილებმა აფხაზური დროშებითა და პლაკატებით ხელში გააპროტესტეს.
აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგნლები შენობაში შეიჭრნენ. მათ სემინარისა და იორდანიაში გამოცემული დავით მაღრაძის წიგნის "ჯაკომო პონტის" ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაციის ჩაშალა სცადეს.