შეწყალების ახალი წესის ცვლილებების შესახებ ბრძანებულების პროექტი, პრეზიდენტმა პარლამენტს, რეკომენდაციებისთვის უკვე გაუგზავნა.
რა ცვლილებები შევა დოკუმენტში ჯერ არ სახელდება, თუმცა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თვლიან, რომ პროცესში საზოგადოებრივი ინტერესი არ უნდა დაზარალდეს და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეწყალებულთა სიებში აღარ უნდა მოხვდნენ.
"პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, ვინ შეიწყალოს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიის თანამშრომლები კორუფციულ გარიგებაში თუ შედიან და ქრთამს იღებენ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ გვაქვს გამოძიების მოთხოვნა და აბსულუტურად მეასეხარისხოვანია, პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას რას უზამს "ქართული ოცნება,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
"როდესაც საუბარია 140-ე მუხლით გასამართლებული პოლიციელის მკვლელის გამოშვებაზე, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია, ჩნდება ეჭვი რომ ან ფულია აღებული ან პოლიტიკური ვალდებულების გამოა გამოშვებული, ორივე შემთხვევაში არის დანაშაული,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი.
ამ დროისთვის პრეზინდეტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.