27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდნენ

სხვადასხვა დროს დაჭრილმა ჯარისკაცებმა ამერიკაში საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში მიიღეს მონაწილეობა.

ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა, უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა.

42 კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ.

დღის ამბები