07 მაისი 2024,   21:17
ვრცლად
"შეხვედრამდე სამოთხეში" - მეუფე პეტრე პანსიონის ბავშვებს დაემშვიდობა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე ცაავა დღეს სალხინოს სკოლა-პანსიონის ბავშვებს და პედაგოგებს დაემშვიდობა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პრორექტორის მიერ თანამდებობის პროტესტის ნიშნად დატოვებისა, ბავშვებისთვის პროტესტი ადრეა. მეუფე პეტრეს თქმით, მას ძალიან უყვარს ერთი წმინდა მამის მსგავსი დამშვიდობება და ის ბავშვებს სწორედ ასე დაემშვიდობა:

"ესენი აღიზრდებიან იმისათვის, რომ თავისუფალ საქართველოში იმოღვაწეონ და თავისი წვლილი შეიტანონ. ესაა მთავარი, აქედან გამომდინარე, ახლა ადრეა ამათთვის პროტესტი. ძალიან მიყვარს ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ვინმეს გაიცნობდა და შემდეგ, როცა ემშვიდობებოდა, ეტყოდა: შეხვედრამდე სამოთხეში, აბა ვთქვათ შეხვედრამდე სამოთხეში,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები