18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"როცა საჭირო იქნება ყველაფერს გაიგებთ" - პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე ჟურნალისტებს არ უპასუხა

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს უცნობია. "როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ" - ასე უპასუხა დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტების კითხვას დღეს პრეზიდენტმა.

მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატს ამის მოლოდინი არ აქვს და ქვეყანაში ამ გადაწყევტილებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

თავის მხრივ დეკანოზის შეწყალებისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია. პარალელურად, ჯერ კიდევ გაურკვეველია შეწყალების ახალი მექანიზმი და თუ როდის გაუქმდება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ჯერ არ ასაჯაროებს და მის პოზიციას მმართველ გუნდს დახურულ შეხვედრებზე აცნობს.

ვინ იმსჯელებს პატიმრების შეწყალებაზე - კომისია თუ ისევ პრეზიდენტი. ოპოზიცია და ექსპერტები პირველ რიგში, პრეზიდენტს მორატორიუმის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, მოგვიანებით კი შეწყალების კომისიის გამჭვირვალედ დაკომპლექტებას ითხოვენ. ხელისუფლების მთავარი რეკომენდაცია, ამ საკითხზე საკონსულტაციო ფორმატის აღდგენაა.

დღის ამბები