11 სექტემბერი 2026,   18:56
ვრცლად
"უნდა იცოდნე, რომ მოხვდებიან აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებში"- ოპოზიცია საოკუპაციო რეჟიმის საპასუხოდ სანქციების დაწესებას ითხოვს

მორიგ უკანონო ქმედებას შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. ხელისუფლების ოპონენტები საოკუპაციო რეჟიმისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

"დამწუხრებული სახეების მიღება, რასაც "ქართული ოცნების" წევრები აკეთებენ ხოლმე, არ არის საკმარისი. ერთადერთი რაც, ასეთი შემთხვევების პრევენციას მოახდენს, სანქციების დაწესების გარდაუვალობაა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნე, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის დროს, ისინი აუცილებლად მოხვდებიან აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობს მმართველი გუნდი. 

"რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის და ჩვენი კონსტიტუციის დარღვევაზე, რასაც აკეთებს საოკუპაციო რეჟიმი, შეიძლება შეფასდეს როგორც არა ადამიანობა. გავიგეთ, რომ არიან ოკუპანტები და ეწევიან საოკუპაციო პოლიტიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ადამიანებს აგდებენ არაადამიანურ პირობებში, ამას არაადამიანობის გარდა, ვერაფერს დავარქმევ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. 

60 წლის თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. ჩ

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი და მოქმედებს ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი. 

დღის ამბები