17 სექტემბერი 2026,   08:32
ვრცლად
"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის" - მეუფე პეტრე

"ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება. მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის," - აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მეუფე პეტრე არ გამორიცავს, რომ შესაძლოა, ის ეკლესიიდან მოკვეთონ კიდეც. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას აგრძელებს და არც პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

გარდა ამისა, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, თეოლოგებმა მასთან დაკავშირებულ სინოდის გადაწყვეტილებას სამგზის სირცხვილი უწოდეს.

"სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად. დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, რაც გულისხმობს ეკლესიის გაჯანსაღებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას.  მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობასა და უწმინდურობას არ დავემორჩილები. ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის.

სინოდის გადაწყვეტილების მხილება თეოლოგების მხრიდან მოხდა და ამ გადაწვეტილებას სამგზის სირცხვილი უკვე უწოდეს. პატრიარქის წინაშე მე მიმაჩნია, რომ მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ან უნდა დავისაჯო მე ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამათლის მიხედვით.

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ის რაც იკადრა საპატრიარქომ და ზოგადად, რასაც მე ვხედავ, ანტიქრისტეობას სასულიერო პირებისა თუ მაღალი იერარქებისაგან, არაფერს არ გამოვრიცხავ. ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს," - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

 მეუფე პეტრე არ აკონკრეტებს თუ სად გააგრძელებს სასულიერო მოღვაწეობას.

დღის ამბები