17 სექტემბერი 2026,   08:53
ვრცლად
ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ-კურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ სიტყვით განათლების მინისტრმა და ქუთაისის მერმა მიმართეს. დღის ბოლოს გალა-კონცერტი შედგა.

მსგავს ღონისძიებას უკვე აღმოსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პირველ-კურსელებისთვის სამინისტრო ხვალ უმასპინძლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მათ სურდათ, რომ პირველკურსელების წარმატება მასშტაბურად აღენიშნათ.

"ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყველა პირველკურსელი, ვინც ჩაირიცხა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, მთლიანად 100%-ით დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

ჩვენ გვინდოდა, რომ მასშტაბურად აღგვენიშნა პირველკურსელთა ეს გამარჯვება. ახალგაზრდა ადამიანებმა თავისი შრომით, თავისი ძალისხმევით დაამტკიცეს, რომ ისინი არიან მომზადებული კადრები, რათა გააგრძელონ კონკრეტული სპეციალობების მიხედვით სწავლა სახელმწიფო სასწავლებლებში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები