ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან არალეგალური მიგრანტების რაოდენობის მატებაზე საუბრობს.
ლეო ვარადკარმა საქართველო და ალბანეთი საგანგებოდ გამოყო, როდესაც გამოცემა "ინდიფენდენტს" არალეგალურ მიგრაციაზე ესაუბრა.
როგორც ირლანდიის პრემიერმა აღნიშნა, საქართველოდან ყალბი დოკუმენტებით ქვეყანაში შესული მიგრანტები თავშესაფარს ითხოვენ და ამის გამო ირლანდიაში მაძიებელთა საერთო რაოდენობა გაიზარდა. ირლანდიის დევნილთა საკითხების საბჭო მიიჩნევს, რომ პრემიერის მხრიდან ეროვნული ნიშნით მიგრანტთა გამოყოფა სახიფათოა.