09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
"რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია,"- საფრანგეთის პრეზიდნეტი

"რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია და პარიზი მზად არის საჭიროების შემთხვევაში საფასურიც დააბრუნოს," - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ეს განცხადება კი ფრანსუა ოლანდის სომხეთში პუტინთან პირისპირ შეხვედრამდე ორი დღით ადრე კეთდება.

პარიზში ვიზიტისას ფრანგულ მედიასთან კომენტარში უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაც დააანონსა.

"შევთანხმდით ორმხრივი კოორდინაციის შესახებ მინსკის ხელშეკრულების პუნქტების შესრულების პროცესში. შეთანხმება ითვალისწინებს სრულ ცეცხლის შეწყვეტას, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის მიღწეული. ეუთო-ც ადასტურებს, რომ ეს ფაქტი უკრაინის ბრალი არ არის,"- განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

დღის ამბები